ინციდენტი პარლამენტში და შეფასებები 

21:30, 27.09.2019

ეკა ბესელიას და ვანო ზარდიაშვილს შორის მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ აქტუალური ხდება კითხვა, მოჰყვება თუ არა ინციდენტს პარლამენტის მხრიდან რაიმე რეაგირება.

ეჭვები მმართველი გუნდის ცალკეული დეპუტატების განცხადებებმა გააჩინა, სადაც ისინი ყოფილი თანაგუნდელისთვის სანქციის დაკისრების აუცილებლობაზე საუბრობდნენ. საპარლამენტო უმრავლესობიდან დამოუკიდებელ დეპუტატს, დეპუტატის მანდატზე უარის თქმაც ურჩიეს. „ქართული ოცნების“ წევრებისგან გასხვავებით, ბესელიას სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებენ საპარლამენტო ოპოზიციიდან.

ზარდიაშვილი მედიასთან აღარ გამოჩენილა, მისი მისამართით ეკა ბესელიას ტონი კი დღეს კიდევ უფრო გამწვავდა.

მსგავსი