ინციდენტი ოქროყანის ნომერ 32-ე საარჩევნო უბანზე

შელაპარაკება იყო ოქროყანის ნომერ 32-ე საარჩევნო უბანზე, სადაც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია იყო მისული. სიტყვიერი დაპირისპირება მას და საარჩევნო უბანთან შეკრებილ რამდენიმე პირს შორის მოხდა, თუმცა, სიტუაცია მალევე განიმუხტა. შელაპარაკება მოყვა წინასაარჩევნო პერიოდში სავარაუდო ზეწოლასთან დაკავშირებულ ბრალდებას.