ინციდენტი მარნეულში – დაკავებულია სამი ქალი
მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის ფაქტზე სამი ქალია დაკავებული, მათ შორის არის მამაკაცის საცოლე.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა წყვილს ქორწილი უახლოეს დღეებში უნდა ჰქონოდათ, თუმცა ქალმა მამაკაცი ეჭვიანობის ნიადაგზე დაჭრა და გამოძიების ინფორმაციით, დანაშაული მეგობრებთან ერთად დააორგანიზა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა, ქვემო ქართლის რეგიონში, ჯგუფურად იძალადეს ახალგაზრდა მამაკაცზე, საცოლემ კი ცივი იარაღის გამოყენებით მუცლის არეში მას ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი ახალგაზრდა კლინიკაშია მოთავსებული. დანაშაული შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.