ინციდენტი კოჯრის სამხედრო ბაზაზე 

კოჯრის სამხედრო ნაწილში დაშავებული ჯარისკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

სამხედრო მოსამსახურეები ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ საავადმყოფოებში რჩებიან. ნაწილს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. სისხლიანი გარჩევის შედეგად დაჭრილია სულ 5 ჯარისკაცი.

ინციდენტის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მომხდართან დაკავშირებით გაკეთდა განცხადება თავდაცვის უწყებაში.