ინციდენტი კლუბში - ქუთაისში დაცვის თანამშრომელი დაჭრეს

კერძო დაცვის თანამშრომელი დაჭრეს ქუთაისში. შემთხვევა ერთ-ერთ რესტორანთან მოხდა. როგორც “მოამბისთვის” გახდა ცნობილი, რამდენიმე პირი ბარში საკუთარი სასმელის შეტანას ცდილობდა, თუმცა, დაცვამ მათ ამის საშუალება არ მისცა. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, ერთ-ერთმა სტუმარმა დაცვის თანამშრომელი დაჭრა და მიიმალა.

დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ამ დროისთვის ის მკურნალობას უკვე სახლში განაგრძობს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება მიმდინარეობს 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი