ინციდენტი კახეთში – დაკავებულია ერთი პირი
ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში, ქორწილის მიმდინარეობისას, დამსვენებელმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.