ინციდენტი გორში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან

12:15, 18.12.2024

გორში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მინები ჩამსხვრეულია. პარტიაში ამბობენ, რომ სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, რომ უცნობი პირი ოფისს ასაფეთქებელს ესვრის. შემთხვევის დროს შენობაში არავინ იმყოფებოდა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ დარწმუნებულები არიან, რომ ეს ხელისუფლების ორგანიზებული და წახალისებული ჯგუფების მიერ არის გაკეთებული. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავები, დაწყებულია გამოძიება.

 

მსგავსი