ინციდენტი დოლიძის ქუჩაზე

ინციდენტი დოლიძის ქუჩაზე.

ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მამაკაცმა მაღაზიაში იარაღიდან გაისროლა, ტყვიის ნასხლეტი კი კონსულტანტ გოგონას ფეხის არეში მოხვდა.

დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. თავად დამნაშავე კი დაკავებულია. ის მაღაზიის თანამშრომლებმა დააკავეს და შემდეგ საპატრულო ეკიპაჟი გამოიძახეს.

მომხდარზე გამოძიება 236-ე და 239-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ხულიგნობას გულისხმობს.