შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის მონაკვეთზე ადგილობრივებსა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის ინციდენტს ადასტურებს. უწყების ინფორმაციით, ვითარება მალევე განიმუხტა და ტერიტორიაზე ახლა სრული სიმშვიდეა.
ფაქტის შესწავლა უკვე მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საზოგადოებას, სამოქალაქო ჯგუფებს, მისცენ საზღვრის დელიმიტაციის კომისიებს მშვიდ ვითარებაში მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა.
გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ასახულია, რომ დავით გარეჯში მესაზღვრეებსა და ადგილობრივებს შორის მცირე ინციდენტი მოხდა. ადგილზე მომუშავე გიდის ცნობით, კონფლიქტის მიზეზი აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილიდან ხატების უნებართვოდ გატანა გახდა, რამაც ადგილობრივების პროტესტი გამოიწვია.