ინციდენტი და დაკავება ზუგდიდში

ზუგდიდში მომხდარ ინციდენტზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.

ამ მომენტისთვის მხოლოდ ერთი პირია დაკავებული. საუბარია ზუგდიდის მკვიდრ გელა კვარაცხელიაზე, რომელიც თავს ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერად აცხადებს. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება დადიანების სასახლის ეზოში მაშინ მოხდა, როდესაც ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი, პარტიის სხვა წევრებთან ერთად, ერთ-ერთ რეგიონულ ტელევიზიას ინტერვიუს აძლევდა. არსებობს ინციდენტის ამსახველი ვიდეო-მასალაც.

„ნაციონალური მოძრაობის“ მტკიცებით, თავდასხმაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ფიგურირებენ.

ზუგდიდში მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი მომხდართან რაიმე სახის კავშირს უარყოფს და „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დაგეგმილ პროვოკაციებზე აკეთებს აქცენტს.

ნოდარ ჩაჩუა არკვევს დეტალებს.