ინციდენტი ბათუმში

ინციდენტი ბათუმში.

მოქალაქე კონსტანტინე ედიბერიძე ალი და ნინოს ქანდაკებაზე აძვრა. ადგილზე მაშველები და პოლიცია მობილიზდა. მას შემდეგ, რაც ედიბერიძე კონსტრუქციიდან ჩამოვიდა, ის სამართალდამცავებმა 173-ე მუხლით, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს. მის საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს.