ინციდენტი ბათუმში

ბათუმის ერთ-ერთ კოვიდ-სასტუმროში პაციენტი ექთანს თავს დაესხა.

ასმათ ვარშალომიძე ამბობს, რომ პაციენტი მეტადონის პროგრამით სარგებლობს და იგი დამატებით ითხოვდა ძლიერმოქმედ მედიკამენტებს.

ამჟამად დაზარალებული ექთანი პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

უწყების ცნობით, პაციენტი პოლიციამ კოვიდ-სასტუმროდან ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა. მისი მდგომარეობა სტაბილურია.