ინციდენტი ბათუმში

ხუთი პირის დაკავება მოჰყვა ბათუმში პაციენტების მნახველებს შორის მომხდარ დაპირისპირებას.

ქალაქის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ორი ადამიანი, ქალი და მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. ორივე დაშავებული კლინიკაში მოათავსეს, მათ სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდათ. მედპერსონალის ცნობით, დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

რაც შეეხება დაკავებულებს, მათ ბრალი ოფიციალურად 48 საათის განმავლობაში უნდა წარუდგინონ. გამოძიება მათ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას და იარაღით ჩადენილ ხულიგნობას ედავება.