შეფასებები არ წყდება ევროპის დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა დროსაც სამოქალაქო აქტივისტმა, გოტა ჭანტურიამ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს მიხეილ სააკაშვილის ბანერის ტერიტორიიდან გატანა მოსთხოვა. უკვე მესამე დღეა, ჭანტურია ოპოზიციის კრიტიკის ობიექტია. უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ ინციდენტი კარგად აჩვენებს, თუ რა ხელწერით მოქმედებს აქციების ორგანიზატორების ნაწილი მაშინ, როდესაც მათი მოსაზრებები სხვა პირთა მოსაზრებებისგან განსხვავდება.