ინციდენტი აქციაზე

საზოგადოებრივი მაუწყებლიდან რუსთაველის გამზირისკენ მიმავალ მარშის მონაწილეებს, ფილარმონიის მიმდებარედ ორი პირი თავს დაესხა. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც ბასრი საგნითა და ე.წ. ბეისბოლის ბიტით შეიარაღებული უცნობი პირები ავტომობილიდან გადმოვიდნენ და აქციის მონაწილეების მიმართ აგრესია გამოხატეს.

მოგვიანებით მომხდარზე განცხადება გაავრცელა შსს-მ. უწყების განმარტებით, ორივე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.