ინციდენტი ახალციხეში

ახალციხეში სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერები და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

მ​​ესხეთის თეატრში, სადაც დამოუკიდებელი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო შეხვედრა იმართებოდა, შენობის გარეთ ინციდენტი მოხდა.

ოპოზიციის წევრები სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას აპროტესტებდნენ. სიტუაცია პოლიციამ მალევე განმუხტა. შეხვედრის დაწყებამდე მესხეთის თეატრში შეკრებილებს პრეზიდენტობის კანდიდატის ბიოგრაფიის შესახებ ფილმი უჩვენეს.

სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება კულტურასა და მის განვითარებაზე, ასევე, ორმაგი მოქალაქეობის საკითხზე გაამახვილა.