ინციდენტი ადიგენში

ადიგენის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი „ევროპული საქართველოდან“ „ქართული ოცნების“ წევრებს ცემაში ადანაშაულებს.

ზურაბ შაინიძე ამბობს, რომ გუშინ სოფელ ზანავის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფერსის მთაზე შუამთობის დღესასწაული აღინიშნებოდა. ღინისძიების დასრულების შემდეგ კი სტადიონზე ახალგაზრდებს შორის დაწყებული კამათი დაპირისპირებაში გადაიზარდა. შაინიძე ამბობს, რომ კონფლიქტის დაწყების შემდეგ სტადიონზე მმართველი გუნდის რამდენიმე ათეული წარმომადგენელი ხელკეტებითა და ჯოხებით მივიდა და მას და მისი შვილის მეგობრებს ფიზიკურად გაუსწორდა. დეპუტატს თავის არეში დაზიანებები აქვს მიყენებული.

„ევროპული საქართველოს“ მაჟრიტარი დეპუტატი მომხდარ ფაქტს პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს და ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ზეწოლა მასზე და მის ოჯახზე მუდმივად მიმდინარეობს. ამ წუთებში ადიგენის პოლიციაში კონფლიქტში მონაწილე პირების გამოკითხვა მიმდინარეობს.

ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტომ გამოძიება დაიწყო.