ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა იმართება. მხარეები გამყოფ ხაზთან მომხდარ ინციდენტებს განიხილავენ. მათ შორის უკანონო ბორდერიზაციისა და მოქალაქეთა უკანონო დაკავების ფაქტებს. ამ დროისთვის ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში საქართველოს 13 მოქალაქე რჩება. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საოკუპაციო ხაზთან საქართველოს ექვსი მოქალაქე დააკავეს. უსაფრთხოების საკითხებთან ერთან, შეხვედრაზე ჰუმანიტარული მიმართულებითაც განიხილება.