იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება

ხვალიდან „ასტრაზენეკას“ პრეპარატით ვაქცინაციას 45 წელს გადაცილებული მოქალაქეები შეძლებენ.

გადაწყვეტილება იმუნიზაციის საბჭომ დღეს მიიღო. ასაკობრივი ჯგუფის 10 წლით შემცირების შესახებ საბჭომ მას შემდეგ იმსჯელა, რაც პრეპარატის ამავე ასაკში გამოყენების გადაწყვეტილება ევროპის არაერთმა ქვეყანამ მიიღო. პარალელურად, ვაქცინაცია გრძელდება ჩინური „სინოფარმით“, რომლის მეორე დოზაზე რეგისტრაციას მოქალაქეები ხვალ, 20 საათიდან შეძლებენ.

კიდევ რა საკითხებზე იმსჯელა იმუნიზაციის საბჭომ და არის თუ არა ქვეყანაში ვაქცინების საკმარისი მარაგი, – მარიამ სეთურიძე დეტალებით.