იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება

ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი მძიმე ნოემბერს პროგნოზირებს.

პესიმისტური პროგნოზის მთავარი მიზეზი ბოლო დღეების ტენდენციაა, რომელიც აჩვენებს, რომ მიმდინარე კვირას წინა კვირასთან შედარებით ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებლები შემცირების ნაცვლად, იზრდება. საუბარია დაახლოებით 300-ით მეტ ახალ შემთხვევაზე. ყოველდღე „კოვიდ-19“-ის საშუალოდ 2 500 ახალი შემთხვევა ექიმებს მეხუთე ტალღის მოახლოებაში არწმუნებს. ამიტომ მთავარი ამოცანა რეგიონებში და 60 წელს ზემოთ პირებში აცრის ტემპების დაჩქარებაა. სიახლეა ისიც, რომ 50-წელს ზემოთ პირებისთვის და 50 წლამდე ასაკის ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებისთვის ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერის დოზის მიღება შესაძლებელი ხდება. მთავარი პირობაა, რომ ამ კატეგორიის პირებისთვის მეორე აცრიდან ექვსი თვე უნდა იყოს გასული.