იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება

15:05, 07.10.2021

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით, იმუნიზაციის საბჭომ ახალი გადაწყვეტილებები დაამტკიცა. დასაშვები ხდება ე.წ. ბუსტერის გამოყენება 50 წელს ზემოთ პირებისთვის, ასევე, ქრონიკული დაავადებისა და მაღალი რისკის პროფესიის მქონე მოქალაქეებისთვის. ამასთან, შესაძლებელი ხდება 12 წლიდან, ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვების აცრაც. იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებების დეტალებზე თამარ ნადარეიშვილი ისაუბრებს.

მსგავსი