იმუნიზაციის ექსპერტთა ჯგუფის გადაწყვეტილება 

საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრა არ შეჩერდება.

იმუნიზაციის საბჭოს საგანგებო სხდომა დასრულდა. ექიმებით, მეცნიერებით და ექსპერტებით დაკომპლექტებული ჯგუფი ახალციხეში მომხდარი შემთხვევის შემდეგ ორი საათის განმავლობაში მსჯელობდა, გაგრძელებულიყო თუ არა ვაქცინაციის პროცესი. 27 წლის ექთანი აცრიდან 30 წუთში კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა. ცალკე კვლევა მიმდინარეობს უშუალოდ დღევანდელი ფაქტის მიზეზების დასადგენად. პროცესში ქართული მხარე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო კომიტეტის ჩართვასაც აპირებს. წინასწარი შეფასებებით, დაფიქსირდა ვაქცინაციის შემდგომი უიშვიათესი გართულება, ანაფილაქსიური შოკი. კვლევა დაჩქარებულად წარიმართება და პირველადი დასკვნა, სავარაუდოდ, 24 საათში დაიდება. ვაქცინაციის გაგრძელებაზე ჯანდაცვის სამინისტრო ცოტა ხნის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას ევროპის მარეგულირებლის დასკვნითაც ამყარებს.