იმერულ ღვინოებს გერმანელი სპეციალისტები ეცნობიან
მსოფლიოში ცნობილი გერმანელი ღვინის მაგისტრი საქართველოს სტუმრობს.
კონსტანტინ ბაუმი ღვინის სამშობლოში რამდენჯერმე უკვე იმყოფებოდა, ამჯერად კი იმერეთის რეგიონის ღვინის მარნებს და კომპანიებს ეცნობა. გერმანელი ღვინის მაგისტრი არც აღფრთოვანებას მალავს. ბაუმის შეფასებით, დასავლეთ საქართველოს განსხვავებული კლიმატური პირობები იმერულ ღვინოებს კიდევ უფრო უნიკალურს და მრავალფეროვანს ხდის. გერმანელი სპეციალისტი საქართველოში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით იმყოფება. ის პარალელურად პოპულარული იუთუბ არხის მფლობელია. ბაუმი საერთაშორისო ასპარეზზე ქართულ ღვინოს და წარმოების რვაათასწლოვან ტრადიციას აქტიურად უწევს პოპულარიზაციას.