იმერეთში, გზის გარკვეულ მონაკვეთზე, მოძრაობა სრულად აღდგა

იმერეთში გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გზის გარკვეულ მონაკვეთზე, მოძრაობა სრულად აღდგა. მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე დასაშვებია საჩხერე-ზესტაფონის ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, შეზღუდვა რჩება გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის მცხეთიჯვარი-საჩხერის მონაკვეთზე, სადაც აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ამ ეტაპზე შეზღუდვები არ მოქმედებს.