იმერეთის პოლიციამ ერთი პირი დააკავა

იმერეთის პოლიციამ დიდი ოდენობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. დაკავებულია ერთი პირი. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო დიდი ოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 16 მჭიდით, სხვადასხვა კალიბრის 939 საბრძოლო ვაზნა, 7 კაფსულა-დეტონატორი, 9 ასაფეთქებელი ზონარი, 2 შეკვრა „ამონალი“ და„ტროტილის“ 6 შეკვრა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 3-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.