ილუსტრატორების კონკურსი

მიხაი ზიჩის სახელობის ილუსტრატორების კონკურსი.

ცნობილი უნგრელი ხელოვანის შემოქმედება და სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისას“ იგავ-არაკები. ინიციატივა კულტურის სამინისტროს და უნგრეთის საელჩოს ეკუთვნის. მსურველებს განაცხადების წარდგენა პირველი იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით შეუძლიათ. პირობები სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება. გამარჯვებული, უნგრეთის საელჩოს მხარდაჭერით, საერთაშორისო სახელოვნებო ბანაკში გაემგზავრება.

მიხაი ზიჩის სახელი საქართველოსთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. იგი არის „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციების ავტორი, მხატვრის ნამუშევრები კი საქართველოს მუზეუმებშია დაცული.