ილონ მასკის პასუხი მაკრონს

ამერიკელი მილიარდერი, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის მომავალი ადმინისტრაციის წევრი, ილონ მასკი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონ პასუხობს, რომელმაც ის ევროპის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევაში დაადანაშაულა. როგორც მაკრონმა აღნიშნა, „ვინ იფიქრებდა, ათი წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, რომ ერთ-ერთი უდიდესი სოციალური ქსელის მფლობელი მხარს დაუჭერდა ახალ რეაქციულ საერთაშორისო მოძრაობას და პირდაპირ ჩაერეოდა არჩევნებში, მათ შორის გერმანიაში“. ილონ მასკმა მაკრონის ეს განცხადება თავის სოციალურ ქსელ X-ში გააზიარა. „როგორც იმას, რომ სტარმერი დონალდ ტრამპს რასისტს უწოდებდა და იტყოდა, რომ ბრიტანეთის მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს მის შესაჩერებლად? ან რომ სტარმერი გაგზავნიდა ბრიტანეთის „ლეიბორისტული პარტიის“ წევრებს აშშ-ში წელს პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ კამპანიის ჩასატარებლად?“- დაწერა ილონ მასკმა.