ილონ მასკი ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებას ვიდეოზარით ჩაერთო და პარტიას მხარდაჭერა გამოუცხადა. მასკის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გერმანელები ამაყობენ თავიანთი გერმანელობით და ცდილობენ შეინარჩუნონ გერმანული კულტურა და ღირებულებები, რაც მისი თქმით, მსოფლიოს თითოეული ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.