ილონ მასკის განცხადებით, დონალდ ტრამპი უკრაინას და რუსეთს შორის მიმდინარე ომს “ძალიან სწრაფად” მოაგვარებს. ამის შესახებ მან გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის , „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერთან, ალის ვაიდელთან ინტერვიუში ისაუბრა.
„ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი ამ კონფლიქტს ძალიან სწრაფად გადაჭრის. ეს კონფლიქტი უკვე რამდენიმე წელია ჩიხშია. ბოლო წლების განმავლობაში მხოლოდ ის მოხდა, რომ ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა, არანაირი წინსვლის გარეშე”- აღნიშნა ილონ მასკმა. ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერმა, ალის ვაიდელმა თავადაც გამოთქვა იმედი, რომ დონალდ ტრამპი ომს მალე დაასრულებს.
ასევე ინტერვიუში ილონ მასკმა გერმანელებს მოუწოდა, ხმა მისცენ ულტრამემარჯვენე პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“.