ილონ მასკის განცხადება – შეფასებები
უკვე მეორე დღეა შეფასებების თემაა ილონ მასკის განცხადებაც. ამერიკელი მილიარდერი ამბობს, რომ ევროპას არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუროკრატია აკონტროლებს, რაც მოსახლეობას დემოკრატიას ართმევს. ამის შესახებ, მასკმა სოციალურ ქსელში დაწერა. მან ასევე გააზიარა გერმანელი პოლიტიკური აქტივისტის, ნაომის ზეიბტის პოსტიც, რომლის მიხედვითაც, არასამთავრობო ორგანიზაციების აღზევებამ, დემოკრატიის სიკვდილი გამოწვია.