ილონ მასკის განცხადება

ილონ მასკი ამბობს, რომ მისი სტარლინკის სისტემა უკრაინული არმიის ხერხემალია. აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში წერს: „მე პუტინი უკრაინისთვის ერთი-ერთზე ფიზიკურ ბრძოლაში გამოვიწვიე და ჩემი Starlink სისტემა უკრაინული არმიის ხერხემალია. რომ გამომერთო, მათი ფრონტი სრულად ჩამოინგრეოდა. რაც მაწუხებს არის ჩიხში შესული ხოცვა, რასაც უკრაინა გარდაუვალად წააგებს.- წერს მასკი.