ილონ მასკი – მსოფლიოს პირველი ტრილიონერი

21:25, 13.06.2026

ილონ მასკის ქონება 12-ნულიან ნიშნულს გასცდა. „ტესლას“, „სფეის იქსისა“ და სოციალურ ქსელ „იქსის“ მფლობელი მსოფლიოს პირველი ტრილიონერი გახდა. ადამიანი, რომელმაც შეცვალა ავტოინდუსტრია, კოსმოსური ტექნოლოგიები და სოციალური მედიის აღქმა, ახლა ისეთ ფინანსურ რესურსს ფლობს, რომელიც რამდენიმე განვითარებული და მრავალმილიონიანი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტს აღემატება. რისი ყიდვა შეუძლია ადამიანს, რომელსაც ტრილიონი აქვს, დედამიწაზე ბევრი რამის, თუმცა მისი მთავარი ინტერესები კოსმოსს უკავშირდება.

მსგავსი