ილიაუნის სტუდენტების შეხვედრა გიორგი ქადაგიძესთან გვიან ღამემდე გაგრძელდა 

ილიას უნივერსიტეტის სტუდენტების შეხვედრა გიორგი ქადაგიძესთან, დახურულ კარს მიღმა, გვიან ღამემდე გაგრძელდა. სტუდენტების განცხადებით, შეხვედრაზე გიორგი ქადაგიძემ მათ შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, თუმცა, ამ დროისთვის სტუდენტები აქციის შეწყვეტას არ აპირებენ და მოშიმშილე სტუდენტების რაოდენობა უკვე 20-მდე გაიზარდა.

აქციის მონაწილეების განმარტებით, ისინი შიმშილობის შეწყვეტას მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებენ. ილიას უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი ბიზნესის სკოლის დეკანის თანამდებობიდან გიორგი ქადაგიძის გათავისუფლებას აპროტესტებენ და უნივერსიტეტის რექტორის გიგა ზედანიას გადადგომას მოითხოვენ.

 

დატოვე კომენტარი