ილიაუნის სტუდენტების პროტესტი

ილიას უნივერსიტეტში პროტესტი გრძელდება.

უკვე მესამე დღეა, 20-მდე სტუდენტი ადმინისტრაციულ შენობაში შიმშილობს. მოთხოვნები არ შეცვლილა პროტესტის მონაწილეები, უნივერსიტეტის რექტორს გადადგომისკენ მოუწოდებენ. თავიანთ მოთხოვნებს ისინი ხვალ აკადემიური საბჭოს სხდომაზეც დააყენებენ.

შეგახსნებთ, რომ სტუდენტები გიორგი ქადაგიძის ბიზნესის სკოლის დეკანის თანამდებობიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ და უნივერსიტეტის რექტორის, გიგა ზედანიას სასწავლებლიდან წასვლას ითხოვენ.