ილიაუნის სტუდენტების ნაწილი გაიფიცა

18:31, 02.06.2025

დაკავებული სტუდენტების მხარდასაჭერად და მათთვის სოლიდარობის გამოცხადების მიზნით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი ერთი დღით გაიფიცა. საქმე ეხება დაკავებულ ლიკა ლორთქიფანიძეს, თათია აფრიამაშვილსა და ლუკა ნაცვლიშვილს – აქედან ორ სტუდენტ გოგონას „ქართული ოცნების“ დეპუტატის, მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის საქმეზე 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს შეფარდებული. 12-დღე აქვს შეფარდებული ბათუმელ სამოქალაქო აქტივისტს, ლუკა ლორთქიფანიძესაც, რომელსაც პოლიციის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. სტუდენტთა ნაწილის შეკრება ილიაუნისთან 12 საათიდან დაიწყო და 6 საათამდე უნივერსიტეტის მიმდებარედ იმყოფებოდნენ. მათ მთელი დღის განმავლობაში საპროტესტო გამოსვლები ჰქონდათ. სტუდენტებმა დღის ბოლოს კიდევ ერთი აქცია პარასკევს დააანონსეს. საერთო განცხადებაში მათ კიდევ ერთხელ მოუწოდეს ოპოზიციურ პარტიებს, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ, რის შემდეგაც ფოეიერვერკი ისროლეს.

მსგავსი