ილიაუნის პროფესორ-მასწავლებელთა განცხადება

18:32, 20.02.2026

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო და ეკოლოგიის ფაკულტეტის პროფესორებმა, დღეს უნივერსიტეტის ეზოში ბრიფინგი გამართეს. ისინი ფაკულტეტების შემცირების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ და იმ შესაძლო საფრთხეებზე საუბრობენ, რაც მათი განცხადებით აღნიშნულ რეფორმას მოჰყვება. პროფესორ მასწავლებლების შეფასებით, გადაწყვეტილება მკვეთრად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის მესამე პუნქტს, რომელიც უნივერსიტეტის ავტონომიის დაცვას უზრუნველყოფს.

მსგავსი