ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორები კვლავ მთავრობის მიერ დაანონსებულ განათლების რეფორმას აპროტესტებენ. ამჯერად ფილოსოფიის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტების ნაწილმა გააკეთეს განცხადება. მათი თქმით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ფილოსოფიის ფაკულტეტი უნდა შეუნარჩუნდეს. მათი შეფასებით, ამ მიმართულების სწავლა ილიაუნში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ხდება.