ილიაუნის ადმინისტრაციულ შენობაში სტუდენტები შიმშილობას განაგრძობენ

ილიას უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში 20-მდე სტუდენტი შიმშილობას განაგრძობს. მათი წარმომადგენლები დღეს სახალხო დამცველს შეხვდნენ და არსებული მდგომარეობა გააცნეს. სტუდენტების განმარტებით, ომბუდსმენი დაადგენს, ირღვევა თუ არა მათი უფლებები.

სტუდენტები დღეს უნივერსიტეტის რექტორს ესაუბრნენ და თანხმობა განაცხადეს, მონაწილეობა მიიღონ სამუშაო ჯგუფში და დაიწყონ მოლაპარაკებები. აქციის მონაწილეები სისტემატურად მართავენ კონსულტაციებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან და განათლების მინისტრის პასუხს ელოდებიან.

ილიას უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი ბიზნესის სკოლის დეკანის თანამდებობიდან გიორგი ქადაგიძის გათავისუფლებას აპროტესტებს და უნივერსიტეტის რექტორის გიგა ზედანიას გადადგომას მოითხოვს.