ილიასეული სასამართლო შენობა განადგურების პირასაა

ილია ჭავჭავაძის დროინდელი სასამართლო შენობა განადგურების წინაშეა.

ნაგებობას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 12 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, თუმცა, მაშინ უკვე კერძო მფლობელობაში იყო.

ილიასეული სასამართლო შენობის გადარჩენის მიზნით, პეტიციაც მომზადდა. პეტიციის ავტორები და ხელმომწერები სახელმწიფოს შენობის რესტავრაციას თხოვენ.

თათია ბუხრაშვილის რეპორტაჟი დუშეთიდან.