ილიას ზუროსმა ეროვნული ნაკრებისთვის კანდიდატების შერჩევა დაიწყო

ილიას ზუროსმა ეროვნული ნაკრებისთვის კანდიდატების შერჩევა დაიწყო. საკალათბურთო ნაკრების ძირითად კანდიდატთა შეკრება, 27 ივლისიდან დაიწყება, მანამდე კი, ბერძენი სპეციალისტი, პერსპექტიული მოთამაშეების კემპს ატარებს, რომელზეც ყველა იმ მოთამაშეს დაუძახა, რომლებსაც ეროვნული ნაკრების დახმარება შეუძლია. მწვრთნელმა  შეადგინა 19-კაციანი სია, რომელთა უმეტესობასაც ახალგაზრდა მოთამაშეები არიან.