ილიას უნივერსიტეტში ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

ილიას უნივერსიტეტში ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

სახალხო დამცველმა, ილიაუნის ლექტორმა და ებრაული თემის წარმომადგენლობამ ჰოლოკოსტის შესახებ განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ღონისძიების ბოლოს ლევან ბერძენიშვილმა ლექცია წაიკითხა ებრაული წარმოშობის იტალიელი მწერლის, პრიმო ლევის საკონცენტრაციო ბანაკში მიღებული გამოცდილების შესახებ.

ღონისძიების ორგანიზატორი, სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი და საერთაშორისო ფონდი „ლეა” არიან.

შეგახსენებთ, ჰოლოკოსტის ხსოვნის დღედ 27 იანვარი გაერო-მ 2005 წელს გამოაცხადა.