ილიაობა ყვარელში
ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 188 წელი გავიდა – მის მშობლიურ ქალაქ ყვარელში დღეს „ილიაობა“ აღინიშნება. საზეიმო ღონისძიებები ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში და მიმდებარე ტერიტორიაზე იმართება. მოწყობილია ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო და კულინარიული სივრცეები, იმართება კახური კულინარიული მასტერკლასები. სახალხო დღესასწაულს მოქალაქეებთან ერთად აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან.
ჟანა დიდებაშვილი დეტალებით კახეთიდან.