ილიაობა – სახალხო დღესასწაული ყვარელში

21:28, 08.11.2026

ყვარელში სახალხო დღესასწაული „ილიაობა“ აღინიშნა. ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 189 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დღის განმავლობაში სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება გაიმართა. მწერლის სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო ფოტოგამოფენა, წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მხატვრებისა და ხალხური რეწვის ნიმუშები, ღვინის, კულინარიისა და ფერმერული პროდუქციის კუთხეები, საბავშვო გასართობი სივრცე, ფოლკლორული პროგრამა და მუსიკალური კონცერტები.

ყვარელს დღეს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები სტუმრობდნენ და ადგილობრივებს დღესასწაული მიულოცეს. ტრადიციულად, დაჯილდოვდნენ ყვარლის საპატიო მოქალაქეები. ილიაობა გალა კონცერტით დასრულდა.

მსგავსი