ილია თოფურია UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონია. ლას ვეგასში ქართველმა მებრძოლმა ბრაზილიის სახელით მოასპარეზე ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა. ილიამ შეხვედრა პირველივე რაუნდში ნოკაუტით მოიგო. ქართველი ჩემპიონი 2024 წლის თებერვალში, ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ, UFC-ს ქვემსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი გახდა. აღნიშნული ტიტული მან ოქტომბერში, მაქს ჰოლოვეისთან შეხვედრაში დაიცვა. მიმდინარე წლის თებერვალში კი განაცხადა, რომ წონის კლების პროცესი მისთვის გართულდა და მსუბუქ დივიზიონში გადადიოდა, სადაც მხოლოდ სატიტულო ბრძოლას ჩაატარებდა.
ილია თოფურია შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 17 შეხვედრის შემდეგ დაუმარცხებელია, ორგანიზაცია UFC-ში კი ეს მისთვის ზედიზედ მეცხრე გამარჯვება იყო, მან შვიდი შეხვედრა ვადაზე ადრე მოიგო. შედეგად, 28 წლის ქართველი მებრძოლი UFC-ს ორი დივიზიონის ჩემპიონია. თოფურია ორგანიზაციის ისტორიაში მე-10 სპორტსმენია, რომელმაც მსგავსი რამ შეძლო. ორთაბრძოლის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ჩემპიონმა ქართველ გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა და საქართველოში ჩამოსვლა დააანონსა.
ილია თოფურიას გამარჯვებას ულოცავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, დედაქალაქის მერი და მმართველი პარტიის სხვა ლიდერები. მისალოცი ქარდები მათ სოციალურ ქსელში გაავრცელეს.
„გილოცავთ! ილია თოფურია UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონია! ისტორია დაწერილია, ილია უკვე მეორე წონითი კატეგორიის ქამარს დაეუფლა! წინ მხოლოდ გამარჯვებებია“ – წერენ ხელისუფლების წარმომადგენლები სოციალურ ქსელებში.
ილია თოფურიას გამარჯვებას ულოცავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, დედაქალაქის მერი და მმართველი პარტიის სხვა ლიდერები. მისალოცი ქარდები მათ სოციალურ ქსელში გაავრცელეს. „გილოცავთ! ილია თოფურია UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონია! ისტორია დაწერილია, ილია უკვე მეორე წონითი კატეგორიის ქამარს დაეუფლა! წინ მხოლოდ გამარჯვებებია“ – წერენ ხელისუფლების წარმომადგენლები სოციალურ ქსელებში.
ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა და UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონია #1TVSPORT