ილია თოფურია UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონია

ილია თოფურია UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონია. ლას ვეგასში ქართველმა მებრძოლმა ბრაზილიის სახელით მოასპარეზე ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა. ილიამ შეხვედრა პირველივე რაუნდში ნოკაუტით მოიგო. ქართველი ჩემპიონი 2024 წლის თებერვალში, ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ, UFC-ს ქვემსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი გახდა. აღნიშნული ტიტული მან ოქტომბერში მაქს ჰოლოვეისთან შეხვედრაში დაიცვა. მიმდინარე წლის თებერვალში კი განაცხადა, რომ წონის კლების პროცესი მისთვის გართულდა და მსუბუქ დივიზიონში გადადიოდა, სადაც მხოლოდ სატიტულო ბრძოლას ჩაატარებდა.

ილია თოფურია შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 17 შეხვედრის შემდეგ დაუმარცხებელია, ორგანიზაცია UFC-ში კი ეს მისთვის ზედიზედ მეცხრე გამარჯვება იყო.