ილია თოფურია UFC-ის ჩემპიონია

ისტორიაში პირველად, UFC-ის ქართველი ჩემპიონი ჰყავს. ქამრისთვის ბრძოლაში 27 წლის ილია თოფურია მოქმედ ჩემპიონს, ავსტრალიელ ალექსანდრე ვოლკანოვსკის დაუპირისპირდა, მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი ჩამოართვა. ვოლკანოვსკის ქვემსუბუქ წონაში საჩემპიონო ქამარი ზედიზედ ხუთჯერ ჰქონდა დაცული და კარიერაში პირველად დამარცხდა. თოფურიასთვის კი ეს MMA-ში ზედიზედ მე-15 გამარჯვება იყო, მას ჯერ კარიერაში არ წაუგია. ბრძოლის დასრულების შემდეგ თოფურიამ ორ წონით კატეგორიაში UFC-ის ყოფილი ჩემპიონი, კონორ მაკგრეგორი გამოიწვია.