ილია სულამანიძე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა

15:23, 19.04.2026

კიდევ ერთი მედალი ევროპის ჩემპიონატზე. ილია სულამანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, გურამ თუშიშვილი კი – ფინალშია.

თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა გურამ თუშიშვილმა ნახევარფინალში რუსი ვალერი ენდოვიცკი იპონით დაამარცხა და ფინალში ჩეხ ლუკაშ კრპალეკს დაუპირისპირდება.

თბილისი არენაზე“ ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟს 16:00 საათიდან პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს დელეგაციას ხუთი მედალი უკვე აქვს – ევროპის ჩემპიონები გახდნენ: ლუკა მაისურაძე, ეთერ ლიპარტელიანი და ლაშა შავდათუაშვილი, ხოლო ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ: გიორგი სარდალაშვილი და ტატო გრიგალაშვილი. ჩვენი ნაკრები ამ დროისთვის საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზეა.

მსგავსი