ილია მეორის სნო - რეპორტაჟი პატრიარქის მშობლიური სოფლიდან

პატრიარქი მთელმა საქართველომ დაიტირა, თუმცა, განსაკუთრებულად მგლოვიარეა ის პატარა სოფელი, სადაც ილია მეორე დაიბადა, სადაც, როგორც უწმინდესი ამბობდა, ხალხი მკაცრია, თუმცა, დიდი სიყვარული იცის. 

ამ დიდი სიყვარულით გაიხსენეს კათოლიკოსი დღეს ადგილობრივებმა, რომლებიც ყოველთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ მასთან შესახვედრად და სადაც პატრიარქის სტუმრობა ნამდვილი დღესასწაული იყო. მისი ბავშვობის სახლი სნოში ახლაც დგას და მიუხედავად იმისა, რომ სწორედ სნოს უკავშირდება ილია მეორის ბიოგრაფიის მნიშვნელოვანი ნაწილი, იმ დროს ალბათ არავის უფიქრია, რომ მათი თანასოფლელი ერის სულიერი წინამძღვარი გახდებოდა. მაგრამ, როგორც ამბობენ, ამაზე ფიქრობდა მომავალი კათოლიკოსის მამა. ტაძარში, პანაშვიდის შემდეგ სწორედ ამ სახლისკენ გაემართნენ დღეს სნოელები და კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი ილია მეორის ხსოვნას. განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო ბავშვების მსვლელობა გალობითა და ვარდებით ხელში.

პატრიარქის სნო დღეს – თათია ბუხრაშვილის რეპორტაჟი.