ილია მეორის მემკვიდრეობა – პატრიარქის ნათლულები 

21:45, 20.03.2026

ამაღელვებელი იყო პატრიარქის ათასობით ნათლულის გამომშვიდობება ნათლიასთან.

ავლაბრის მეტროსთან დაწყებული ფეხით მსვლელობის ამსახველ კადრებს ემოციების გარეშე ვერავინ უყურებს. სხვადასხვა თაობა თეთრი ვარდებით და სანთლებით მდუმარედ მიუყვებოდა გზას სამების საკათედრო ტაძრამდე, რათა საკუთარი პატივისცემა და მოწიწება გამოეხატათ და სულიერი მამისა და ნათლიისადმი კიდევ ერთხელ ეთქვათ მადლობა. მადლობა იმ მზრუნველობისა და სიყვარულისთვის, რომელსაც ილია მეორე ნათლულებისადმი ავლენდა. ქვეყნის სულიერ წინამძღოლს 50 000-ზე მეტი ნათლული ჰყავდა. შობადობის გასაზრდელად და დემოგრაფიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად უწმინდესის და უნეტარესის ინიციატივა ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს, ნათლისღების დღეს გაიმართა. პატრიარქი ნათლავდა ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო ბავშვებს. ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ დაბალ შობადობას და დემოგრაფიულ მდგომარეობას პრობლემად მიიჩნევდა – სწორედ ამიტომ დაიბადა იდეა, რომელმაც მთელი ერი გააერთიანა.

მსგავსი