უწმინდეს ილია მეორის ხსოვნისადმი მიძღვნილი საგუნდო მუსიკის კონცერტი გაიმართა ბათუმში „აფხაზეთობის კვირეულის“ ფარგლებში. მაყურებლის წინაშე გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა წარდგნენ. ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერაზე და „აფხაზეთობის კვირეულის“ მნიშვნელობაზე ისაუბრეს.